მარჯვე ხელები
ხელოვნების წრე, ხელმძღვანელი მარინა ჩანთარია.
Monday, 10 February 2020
Thursday, 6 February 2020
Tuesday, 11 June 2019
საწრეო მუშაობის გეგმა
წრის სამუშაო პროგრამა
სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ციხისძირის საჯარო
სკოლის ხელოვნების შემსწავლელი წრე - ,, მარჯვე ხელები”
სამიზნე სკოლა
სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის
სოფელი ციხისძირის საჯარო სკოლა
პროგრამის განმახორციელებელი პედაგოგი და საოკნტაქტო
ინფორმაცია
სოფელ ციხისძირის
საჯარო სკოლის დაწყ|კლასების პედაგოგი მარინა
ჩანთარია
პ.ნ.
62001028844
პროგრამის სახელწოდება
ხელოვნების შემსწავლელი
წრე ”მარჯვე ხელები”
წრის მნიშვნელობისა და აქტუალურობის განსაზღვრა
საწრეო მუშაობა
მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეები უკეთ შეისწავლიან ფერწერასა და გრაფიკას, იმუშავებენ
სხვადასხვა ტექნიკასა და ჟანრში. გაეცნობიან ქართველ და უცხოელ მხატვართა ნამუშევრებს.
მონაწილეობას მიიღებენ
სასკოლო გამოფენასა და ღონისძიებებში, ჩართული იქნებიან სხვადასხვა პროექტებსა და აქტივობებში.
მიმართულება
სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნება
სამიზნე ჯგუფი
მეოთხე კლასის მოსწავლეები
წრის ხანგრძლივობა, განხორციელების ვადები
ყოველი კვირის ხუთშაბათს,
გარდა არდადეგებისა და უქმე დღეებისა, გაკვეთილების შემდეგ 1 სთ.
29|01|2019 – 30|05|2019
პროექტში ჩართული მოსწავლეების პროფილი (ასაკი, რაოდენობა)
9-10 წლის 10 მოსწავლე
წრის მუშაობის მიზანი
ხელოვნების წრის
მიზანია, მოსწავლეთა ხელშეწყობა და ცოდნის გაღრმავება სახვით და გამოყენებით ხელოვნების
საგნის სწავლებაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. ხელოვნებასთან
ზიარება და მისი უნიკალური ენის შესწავლა.
წრის მუშაობის შეხვედრების განრიგი
საკითხების
ჩამონათვალი
|
დრო
|
1.ჩემი საოცნებო ეზო
|
29.01
|
2.დაკვირვება ბუნებაზე
|
31.01
|
3.ცივი და თბილი ფერები
|
7.02
|
4.ზღაპრის გმირები
|
14.02
|
5.განთიადი
|
1.03
|
6.პარკისა და ატრაქციონისპროექტი
|
4.03
|
7.ავტოპორტრეტი
|
7.03
|
8.ჩემი ოჯახი
|
21.03
|
9.ნახატებით მოთხრობილი ამბები
|
28.03
|
10.სამკაულები, ნივთების მოსართავები
|
4.04
|
11.ორნამენტებით ხატვა
|
18.04
|
12.საცხოვრებელი კომპლექსის ,,აგება”
|
2.05
|
13.ორნამენტები
|
16.05
|
14.ნატურმორტი
|
23.05
|
15.ყოფითი ჟანრი
|
30.05
|
წრის მუშაობისთვის საჭირო რესურსი
რესურსები
|
მიზანი
|
1.სკოლის ეზო,
მუყაოს ქაღალდები, ფლომასტერები, წებო, მარატელი
|
საკუთარი წარმოდგენის გადატანა ფურცელზე, პრაქტიული
უნარ-ჩვევების განვითარება
|
2.სკოლის ეზო, თვალსაჩინოება, პერადი ქაღალდები, ფანქრები,
წები, მაკრატელი
|
ესთეტიკური გემოვნების გაღვივება, ფერთა შეხამების
დაცვა
|
3.სახატავი რვეულები, ფანქრები, ფანქრების საშლელი
|
ფერთა აღქმისა და შედარების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება
|
4.ილუსტრირებული წიგნი (ქართული ხალხური ზღაპრები
- (მხატვარი -მარინა პავლიაშვილი)
|
შეძლოს ილუსტრსციაზე, ფოტოებზე დავირვების შედეგად
გააკეთოს ჩანახატი
|
5.ფერადი ფანქრები, სახატავი ფურცლები
|
შეძლონ ბუნებაზე დაკვირვების შედეგად გააკეთონ ჩანახატი;
შემოქმედებითი უნარების განვითარება.
|
6.ილუსტრსციები, მუყაოს ქაღალდები, ფლომასტერები
|
გარემოზე, ილუსტრაციებზე დაკვირვების შედეგად ჩანახატების
შესრულება
|
7.სახატავი ფურცლები, ფანქრები, ფანქრების საშლელი
|
შეძლოს საკუთარი
წარმოდგენის ასახვა ნახატზე,
შემოქმედებითი უნარების განვითარება
|
8.სახატავი ფურცლები, ფლომასტერები
|
მოსწავლემ შეძლოს საკითხთან დაკავშირებით აზრი გადმოსცეს
ნახატის საშუალებით
|
9.კომიქსების კრებული (უოლტ დისნეი, რუდოლფ ტოფფერი);
ილუსტრაციები
|
მოსწავლემ შეძლოს მსჯელობა საკითხთან დაკავშირებით
და გაიღრმავოს ცოდნა
|
10.ღილები, ფერადი კანაფი, მძივები
|
მოსწავლემ შეძლოს სახვითი ხელოვნების პრინციპების
გამოყენება ნამუშევარში; პრაქტიკული სამუშაო
|
11.ილუსტრაციები( სპარსული ხალიჩები, ხალიჩის ქსოვის
პროცესი);
სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები, ფანქრის საშლელი
|
მოსწავლე გაეცნოს , დაათვალიეროს ილუსტრაციები და
შეძლოს მიღებული შთაბეჭდლებებით ნახატის შესრულრება
|
12.ფერადი ქაღალდები, ფანქრები, წებო, ფანქრის საშლელი
|
მოსწავლემ შეძლოს საკითხთან დაკავშირებით პრაქტიკული
უნარ-ჩვევის განვითარება
|
13.სახათავი ქაღალდები, პერადი ფურცლები, წებო, კანაფი,
მაკრატელი
|
მოსწავლემ შეძლოს საკითხთან დაკავშირებით პრაქტიკული
უნარ-ჩვევის განვითარება
|
14.საგნები (ჭიქა, ჩაიდანი, ხილი და სხვა)
|
მოსწავლემ შეძლოს ნატურიდან ხატვა;
შემოქმედებითი უნარის განვითარება
|
15.ილუსტრაციები (მოსე თოიძის,ოგიუსტ რენუარის,, პიტერ
ბრეიგელის ნახატები) ;
სახატავი ფურცლები, ფანქრები, ფლომასტერები
|
შეძლონ ცნობილ
მხატვართა ნახატების (ყოფითი ჟანრის ნიმუშების)
დათვალიარების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების გათვალისწინებით საკუთარი ნახატის შექმნა
|
შედეგი
ხელოვნების წრე
შეიქმნა მოსწავლეების სურვილის გამო, ამიტომაც მათი დაინტერესება და ჩართულობა დიდი
იყო; შინაგანი მოტივაციიდან გამომდინარე წრის ყოველი შეხვედრა საზეიმო და სახალისო
იყო. აქტივობებიც დაგეგმილი იყო მოსწავლეთა ინტერესებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით .
იყო ხარვეზებიც
- გაცდენები ავადმყოფობის გამო და სხვადასხვა სამუშაო რესურსის უქონლობა. მიუხედავად
ამისა, წრის მეცადინეობები ჩემთვის იყო დიდი
სტიმულის მომცემი, რომ მეტი მონდომებით და
პასუხისმგებლობით მემუშავა ჩემს მოსწავლეებთან.
ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, წრის მუშაობა დადებითად
აისახა ხელოვნების საგნის სწავლების შედეგებზე, გაიზარდა ცოდნის დონე, მოსწავლეები
გახდნენ უფრო აქტიურები.
Thursday, 30 May 2019
მე-15 შეხვედრა
დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფოტოები ყოფითი ჟანრის ნიმუშები ცნობილი მხატვრების მიერ შექმნილი, მათ შეექმნათ წარმოდგენა ამა თუ იმ ეპოქაში სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ხალხის ჩაცმულობაზე, გარეგნობაზე და გარემოზე;
ამის შემდეგ მათაც შექმნეს ყოფითი ჟანრის ნიმუშები თემებზე ,,მე და ჩემი მეგობრები", ,,ჩემი ოჯახი", ,,დაბადების დღე", ,,სპორტული შეჯიბრი" და სხვა
გლეხის ქორწილი. პიტერ ბრეიგელის
მოსე თოიძე. ძველი თბილისი. მემაწვნე
ორი გოგონა ფორტეპიანოსთან. ოგიუსტ რენუარის
ამის შემდეგ მათაც შექმნეს ყოფითი ჟანრის ნიმუშები თემებზე ,,მე და ჩემი მეგობრები", ,,ჩემი ოჯახი", ,,დაბადების დღე", ,,სპორტული შეჯიბრი" და სხვა
გლეხის ქორწილი. პიტერ ბრეიგელის
მოსე თოიძე. ძველი თბილისი. მემაწვნე
ორი გოგონა ფორტეპიანოსთან. ოგიუსტ რენუარის
Thursday, 23 May 2019
მე-14 შეხვედრა
Thursday, 16 May 2019
მე-13 შეხვედრა
Thursday, 2 May 2019
მე-12 შეხვედრა
დღევანდელ შეხვედრაზე მოსწავლეებმა ,,ააგეს” საცხოვრებელი კომპლექსი: სხვადასხვა ზომისა და ფორმის კოლოფებისაგან შექმნეს შენობები და განალაგეს მუყაოს დაფაზე, გამოიყენეს ფერადი ქაღალდი, ფლომასტერები, ქაღალდისგან გამოჭრეს ხეები, ღობეები, აგრეთვე გააკეთეს აპლიკაციები.
Subscribe to:
Posts (Atom)